Posts

Showing posts from December, 2017

იყიდეთ ელექტრონიუმი (მოლოდინები+ინსტრუქცია)

Image
ელექტრონიუმი წარმოადგენს თანამედროვე, მობილურ კრიპტოვალუტას, იგი ბევრად ანონიმური და სწრაფია, ვიდრე ბიტკოინი. ელექტრონიუმის საფულის მისამართით თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ ბალანსზე არსებული თანხა, ასევე ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეინახოთ ქაღალდის საფულე ზე და შემოდოთ კარადის თავზე, ან სადაც გენებოთ... მაშ ასე, რას ვაკეთებთ ელექტრონიუმის შესაძენად? პირველ რიგში მივყვებით ამ ინსტრუქციას .       შემდეგ კი დროა ჩვენი შეძენილი ელექტრონიუმი გავამზადოთ დიდი ხნით შესანახად, რაც მთავარია შორს რომელიმე შუამავალისგან.            მაშ ასე, შევდივართ ოფიციალურ საფულის შესაქმნელ გვერდზე ,  გვერდი აბსოლიტურად უსაფრთხოა ჩვენი პირადი საფულის შესაქმნელად. მივყვებით ინსტრუქციებს, let's get started ღილაკით, გავამოძრავებთ ჩვენს მაუსს იმისთვის რომ საფულის მისამართი დაგენერირდეს ალბათობის პრინციპით, ხოლო შემდეგ მზად იქნება ჩვენი ოფლაინ საფულე, რომელსაც PDF ფორმატში გადმოვწერთ. გაფრთხილება: არ შეინახოთ PDF ფაილი სხვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას, შეგიძლ...

გარდამტეხი ფორკი! Segwit2X ის დაბრუნება!

Image
"განვიხილოთ Segwit2X ის პროექტი, მისი პოტენციალი და საინვესტიციო გეგმები" მაშინ, როცა ბიტკოინის ფასი მცირდება და ამავდროულად ბიტკოინ ქეში საკუთარ უპირატესობებს ავლენს, ბიტკოინს კვლავ გამოუჩნდა ახალი მემკვიდრე, Segwit2X (S2X) .  რა განაპირობებს ბიტკოინის ფასის ასეთ ვარდნას? კითხვაზე პასუხი არც ისე მარტივია, თუმცა შეგვიძლია მოვიშველიოთ რამოდენიმე რეალური ფაქტი: 1)შენელებული ტრანზაქციები 2)გაძვირებული საკომისიოები 3)"უპატრონო" ვალუტა ამას გარდა, ბაზარზე ყოველთვის მოქმედებს ხალხის ფსიქიკა, ამ დღეებში დაწყებულ ვარდნას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ პანიკა.    ბევრს არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ბიტკოინის ტრანზაქციები შენელდა, ეს უკვე ყველამ იცის...სწორედ აქედან გამომდინარე, ბიტკოინის ქსელში მოძრაობა არც ისე მოსახერხებელია, ის ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება გადახდის სისტემისთვის, ბოლო დროს ბიტკოინ-მაინინგის გიგანტმა, Bitmain -მაც კი გააუქმა საკუთარი მაინერების ბიტკოინით შეძენის შესაძლებლობა.      ტრანზაქციების ოდენობის მატებასთან ერთად ...

სად და როგორ ვიყიდოთ იაფიანი ვალუტები? (Buy-Sell)

Image
"ამ სტატიაში განვიხილოთ იაფიანი და პერსპექტიული ვალუტების შესაძენად ერთ-ერთი ოპტიმალური გზა, რისთვისაც არ დაგვჭირდება  ბარათის მიბმა და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი." მაშ ასე, ვინაიდან ვცხოვრობთ საქართველოში და არ გვაქვს ბევრი გზა შევიძინოთ კრიპტოვალუტები კარგ ფასში და ადვილად, ისევ და ისევ მივმართოთ emoney ს . თუ უკვე გაქვთ სადმე ბირჟაზე ან სხვა საფულეზე კრიპტოვალუტა, ესეიგი თქვენ ერთი ნაბიჯით წინ ხართ და აღარ დაგჭირდებათ emoney ზე ყიდვის ინსტრუქცია.  გადადით მეორე საფეხურზე.  1)     ვყიდულობთ emoney ზე  ლაითკოინს. თუ თქვენი დასაბანდებელი თანხა 100 დოლარამდეა, არ აქვს მნიშვნელობა რომელს შეიძენთ, თუ უკვე აღემატება ბევრად, მაშინ აჯობებს შეიძინოთ ბიტკოინ ქეში (მაღალ თანხებზე დაბალი საკომისიოს გამო) .  იმანის ანგარიში უნდა გქონდეთ ვერიფიცირებული იმისათვის რომ შეძლოთ გადარიცხვა.  2) ვრეგისტრირდებით კრიპტოპია -ზე, ვავსებთ ველებს: ველების სწორად შევსების შემდეგ თქვენს მითითებულ იმეილზე გამოიგზავნება დადასტურების წერილი, სადაც მით...

რამდენად ღირს S9 ის ახლა შეძენა და რას უნდა ველოდეთ მომავალში?

Image
"სტატიაში იქნება Antminer S9 ის განხილვა, მისი წარსულის,  აწმყოსა და მომავლის პერსპექტივები" ისტორია Bitmain - ის პროდუქტი, Antminer S9 პირველად ბაზარზე დაახლოებით 2016 წლის მაისში გამოჩნდა, მას ჰქონდა ახალი, 14 ნანომეტრიანი ჩიპები, რომლითაც წამში გაცილებით მეტი ოპერაციის შესრულება გახდა შესაძლებელი S7 თან შედარებით( 28 ნანომეტრი ) იგივე დენის მოხმარების ხარჯზე. ანდრეას ანტ ონოპოლოუსმა S9 ის პრეზენტაციისას განაცხადა: 14 ნანომეტრიანი ჩიპები იქნება მშვენიერი საშუალება დეცენტრალიზებისთვის, ის ასევე მაინინგის აღჭურვილობას გაუხანგრძლივებს სიცოცხლისუნარიანობას დაახლოებით 2 წლამდე.   ( წყარო )    და ასეც ხდება..  უხეშად რომ ვთქვათ, Antminer S9 -ს გაზაფხულს ოფიციალური ვადა გასდის...თუმცა ის მაინც განაგრძობს გარკვეული დროით მუშაობას, რადგან ძნელია მათი მასიური ჩანაცვლება. რა ხდება დღეს? ამჟამად მაინერთა შორის ყველაზე პოპულარულია Antminer S9, ვინაიდან მისი დაბალი ფასის და მაღალი შემოსავლიანობა ხელს უწყობს მის დეცენტრალიზებას და მსოფლიო მასშტაბით გავრც...

რა არის ჰარდ ფორკი (hard fork)? მისი ნაკლი და უპირატესობები

Image
იქამდე,სანამ ბიტკოინის კიდევ ერთი ფორკი მოხდება, გავეცნოთ კარგად ჰარდ ფორკის მნიშვნელობას.  რას ნიშნავს ჰარდ ფორკი? Hard Fork წარმოადგენს ჩეინის (ჯაჭვის) გამოყოფას, მისი გაუმჯობესების მიზნით. რატომ ხდება ეს? მიზეზი იქნება ტრანზაქციების სისწრაფის გაუმჯობესება, მაინინგის ალგორითმის,მაინინგის ტიპის, ვალუტის დანიშნულების შეცვლა თუ სხვა.  როგორ ხდება გაყოფა?   განვიხილოთ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბიტკოინი .  მისი ძირითადი მახასიათებლებია:    ოდენობა-  21 მილიონი >> 1 მილიონი დაიტოვა ნაკამოტომ, ხოლო ჯამში დღეისთვის მოპოვებულია დაახლოებით 16 მილიონ 750 ათასი ბიტკოინი.  ა მჟამად მოიპოვება Asic და სხვა მეტნაკლებად ცნობილი ჩიპებით sha256 ალგორითმზე. ბლოკის ზომა 1 მეგაბაიტი >> ტრანზაქციები იზომება კილობაიტებში, შესაბამისად ჯამური ტრანზაქციები ერთ ბლოკში ბიტკოინის ალგორითმის გამო ვერ გადააჭარბებს 1 მეგაბაიტს, ეს ნიშნავს რომ ბლოკში ვერ ჩაეტევა მეტი ტრანზაქცია, რაც იწვევს ტრანზაქციების შემდეგი ბლ...

შემდეგი და მნიშვნელოვანი ფორკი! Bitcoin Lightning (ბიტკოინ ლაითნინგი)

Image
"სტატია დაწერილია აბსოლიტურად პირადი მოსაზრებების საფუძველზე და არ წარმოადგენს რაიმე სახის რთულ ტექნიკურ ანალიზს"  და დადგა ბიტკოინის ერთ-ერთი მომდევნო (და შეიძლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი) ფორკი, რომელიც საზეიმო, 499 999-ე  ბლოკზე დაიბადება   რას უნდა ველოდეთ ლაითნინგ ბიტკოინისგან?                 ჩემი მოსაზრებით, ეს ვალუტა იქნება იმაზე მეტად სწრაფი და წარმატებული, ვიდრე ბიტკოინ გოლდი, ან ბიტკოინ ქეში ყოფილა.  რატომ? იმიტომ რომ ლაითნინგ ბიტკოინის (LBTC) დეველოპერები გვპირდებიან : 1. ოდენობა : 21 მილიონი       (თავისთავად ბიტკოინის მფლობელებზე გადანაწილდება :შესაბამისი ოდენობა                  დაახლოებით 16 მილიონ 750 ათასი )  2. ახალი მაინინგის და განაწილების სისტემა ქსელში, რაც მეტად დაცულს და მოქნილს           ხდის მას ვიდრე დანარჩენი ფორკებისას იყო.  3. ბლოკების დახურვის ინტერვალი 3 წამი!...

Antminer S9 VS Hashflare VS Omnia-Tech (შედარება+რისკები+ანალიზი)

Image
ამ პოსტში გადავწყვიტე გამეკეთებინა პატარა შედარება მაინინგსა და ქლაუდ მაინინგს შორის, მაინინგის მხარეს წარმოვადგენთ ამჟამად ყველაზე აქტუალური Antminer S9 ით,ხოლო ქლაუდ მაინინგის ორ საიტს განვიხილავ, Hashflare - ს და Omnia-Tech -ს.  მათთვის ვინც ჯერ კიდევ ახალია კრიპოვალუტების სფეროში, მარტივად ავუხსნი რომ Antminer S9 არის სპეციალურად მაინინგისთვის დამზადებული სუპერ კომპიუტერი, რომელიც მაღალი სიხშირის გათვლებს აწარმოებს და მოიპოვებს ჩვენთვის ასეთ საყვარელ ბიტკოინებს.  აღნიშნული მაინერი მიახლოებით გამოჩნდა 2016 წლის მარტში და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ბიტკოინ-მაინინგის ბაზარზე.  ბიტკოინის ფასის ბოლოდროინდელი ზრდის გამო მისი გამომუშავება მიახლოებით 1000 დოლარამდე გახდა თვეში, ხოლო მისმა საბაზრო ფასმა ამის გამო ძალიან აიწია და გადამყიდველებისთვის აღდგომაც დადგა...  მისი ფასი ამჟამად 4, 5 და 6 ათას დოლარსაც უტოლდება,  აღნიშნული მაინერი ამ დროისთვის არ იყიდება ოფიციალურ საიტზე . სავარაუდოდ ის რამოდენიმე კვირაში, ან შეიძლება 1 თვეში მაინც გამოჩნდეს...

ქაღალდის საფულე და მისი უპირატესობები

Image
  ამ სტატიაში განვიხილოთ ქაღალდის საფულე, მისი არსი და უპირატესობები სხვა სახის საფულეებთან შედარებით.        ზოგადად კრიპტოვალუტის საფულე წარმოადგენს პირადი(private) და საჯარო (public) გასაღებების ერთობლიობას. საჯარო გასაღები გამოიყენება თქვენი საფულის მისამართად, რომელზეც შეიძლება გადმოგირიცხონ კრიპტოვალუტა.     ონლაინ ბირჟების უმრავლესობა თითოეული მომხმარებლისთვის აგენერირებს თქვენს პირად და საჯარო გასაღებს, თქვენ კი გაქვთ უფლება მხოლოდ იცოდეთ საჯარო გასაღები (საფულის მისამართი) . ანუ ეს ნიშნავს რომ თქვენს ფულს უხეშად რომ ვთქვათ ფლობს ბირჟა, ის არაა დაცულ მდგომარეობაში და დამოკიდებული ხართ ბირჟის კეთილსინდისიერებასა და მის ჰაკერებისგან დაცულობაზე.       სამწუხაროდ ბოლო დროსაც მოხდა მსგავსი სიტუაცია Nicehash ის შემთხვევაშიც, როცა როგორც ჩვენ ვიცით, ჰაკერებმა შეაღწიეს სისტემაში და საკუთარ (სავარაუდოდ ოფლაინ) საფულეზე გადაირიცხეს აღნიშნული ბიტკოინები. მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბროთ, არსებობს რამოდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი საიმე...

ფორკი ახლოვდება! სად შევინახოთ ბიტკოინი?

Image
  ახლა როცა ბიტკოინის ბლოკჩეინი უახლოვდება 498 888 -ე ბლოკს, დროა ვიფიქროთ ბიტკოინის ფორკზე, სწორედ მითითებულ ბლოკზე გამოიჩეკება სუპერ ბიტკოინი (SBTC).     პირველ რიგში ყველგან ითხოვენ სანდო საიტს, სადაც დაერიცხებათ ბიტკოინის გამოჩეკილი ვალუტა, ძირითადი ნაწილი ვერ პოულობს, აქედან ზოგი მიაკითხავს რაიმე ორი დღის შექმნილ საიტს და ეშინია ბიტკოინის ამ საიტზე შენახვის რაღაც (სავარაუდოდ იაფიანი) ვალუტის გულისთვის.          მე მინდა გირჩიოთ ძველი, ერთგული და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს უფასო ბიტკოინის საიტი, სადაც უბრალოდ მხარს უჭერენ ნებისმიერ ფუნქციონალურად გამართულ ჰარდ ფორკს, მაგალითისთვის ბიტკოინის გაყოფის შედეგად მიღებული ქეში, ასევე ბიტკოინ გოლდი უკვე წარმატებით გასცეს და სავარაუდოდ ბიტკოინ დაიმონდსაც გვარგუნებენ მათ ვინც ამ საიტზე ინახავს საკუთარ მცირე თუ საშუალო ოდენობის ბიტკოინს ჰარდ ფორკის იმედად.       რეგისტრირდებით საიტზე და Deposit ის მეშვეობით შემოგვაქვს ბიტკოინის საფულეზე თქვენი თანხა, ელოდებით ფორკს, როც...

IOTA ! ახალი ბიტკოინი

Image
გამარჯობა!      ვინაიდან მაღალი დაინტერესება გამოიწვია იოტა (IOTA) კოინმა, გადავწყვიტე პატარა ტუტორიალი გამეკეთებინა ამისთვის. მოკლედ , თუ ფული გაქვთ ლარში, გამოიყენეთ emoney.ge, შეიძინეთ ლაითკოინი შესაბამისი ღირებულების. შემდეგ დარეგისტრირდით  Binance  -ზე,  იპოვეთ funds ღილაკი, Deposits Withdrawals და მოძებნეთ litecoin, დეპოზიტის ღილაკის შემდეგ გამოჩნდება თქვენი ლაითკოინის მისამართი Binance ზე,  სწორედ ამ მისამართზე გადმორიცხავთ იმანიდან თქვენს ლაითკოინს, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი ბალანსზეც აგესახებათ თქვენი თანხა.       შემდეგი ეტაპი არის ლაითკოინის გაყიდვა ბიტკოინში.  ამისთვის უნდა შეხვიდეთ Exchange კატეგორიაში და იპოვოთ წყვილი btc-ltc ბიტკოინი-ლაითკოინის ბაზარი( პირდაპირი ლინკი ). აირჩევთ რა ოდენობის ლაითკოინსაც ყიდით ბიტკოინში და გააკეთეთ ორდერი(sell) . თქვენი ლაითკოინის გაყიდვის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მოიძიოთ IOTA კოინი, აირჩიოთ იმ ოდენობის,რამდენი ბიტკოინიც გაქვთ და მისცეთ შეკვეთის ორდერი (buy) ( პირდაპირი ...