გარდამტეხი ფორკი! Segwit2X ის დაბრუნება!
"განვიხილოთ Segwit2X ის პროექტი, მისი პოტენციალი და საინვესტიციო გეგმები"
მაშინ, როცა ბიტკოინის ფასი მცირდება და ამავდროულად ბიტკოინ ქეში საკუთარ უპირატესობებს ავლენს, ბიტკოინს კვლავ გამოუჩნდა ახალი მემკვიდრე, Segwit2X (S2X) .
რა განაპირობებს ბიტკოინის ფასის ასეთ ვარდნას?
კითხვაზე პასუხი არც ისე მარტივია, თუმცა შეგვიძლია მოვიშველიოთ რამოდენიმე რეალური ფაქტი:
1)შენელებული ტრანზაქციები
2)გაძვირებული საკომისიოები
3)"უპატრონო" ვალუტა
ამას გარდა, ბაზარზე ყოველთვის მოქმედებს ხალხის ფსიქიკა, ამ დღეებში დაწყებულ ვარდნას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ პანიკა.
ბევრს არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ბიტკოინის ტრანზაქციები შენელდა, ეს უკვე ყველამ იცის...სწორედ აქედან გამომდინარე, ბიტკოინის ქსელში მოძრაობა არც ისე მოსახერხებელია, ის ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება გადახდის სისტემისთვის, ბოლო დროს ბიტკოინ-მაინინგის გიგანტმა, Bitmain-მაც კი გააუქმა საკუთარი მაინერების ბიტკოინით შეძენის შესაძლებლობა.
ტრანზაქციების ოდენობის მატებასთან ერთად გართულდა ქსელი,ეს ყველაფერი სამწუხაროდ თავიდან ვერ გაითვალისწინა ჩვენმა სატოშიმ, ამიტომ ეს პრობლემაც აქტუალური გახდა.
"უპატრონო" ალბათ ყველაზე კარგი შესატყვისია ქართულად.
რატომ ვუწოდებ უპატრონოს?
ბიტკოინის შემქმნელის ანონიმურობა ჩემი პირადი შეხედულებით არც ისე კარგია ბიტკოინისთვის. კრიპტოვალუტა ცოცხალი ორგანიზმივითაა, შესაძლოა დროის რაღაც ეტაპზე გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები და ახალი პრობლემების წინაშე დადგეს ის, ამიტომ მას ჭირდება მუდმივი ყურადღება(იგულისხმება ოფიციალური ფორკი).
ვინაიდან და რადგანაც სატოში არ ჩანს, ბიტკოინის ტემპი ნელ-ნელა მცირდება, ხოლო ბაზარზე ერთმანეთზე უკეთესი შესაძლებლობების მქონე ვალუტები იჩენს თავს(Dash, Litecoin, Bitcoin Cash, Ripple, Monero , IOTA და ა.შ). აქედან გამომდინარე კონკრეტული დეველოპერთა ჯგუფები ცდილობენ შექმნან ბიტკოინის გაუმჯობესებული ვარიანტი და დაითანხმონ ხალხის უმრავლესობა რომ მათი ვალუტა უკეთესი და გაუმჯობესებულია.
როგორც ხედავთ, ეს უკვე კარგად მოახერხა ბიტკოინ ქეშის ჯგუფმა, ბიტკოინის ფაქტიურად რიგით პირველი გაუმჯობესებით მათ დაახლოებით 60 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს ვალუტის კაპიტალიზაცია.
მოვიდა ახალი, Segwit2X ის ფორკიც.
რას ველოდოთ მისგან?
რათქმაუნდა როგორც წინა, ლაითნინგ ბიტკოინის ფორკი, სეგვიტ2 იც ეცდება გამოასწოროს სატოშის "ვერგათვლილი" ალგორითმი:
ტრანზაქციების სისწრაფის გაზრდა, ბლოკების დახურვის ინტერვალი, ანონიმურობის მეტად გაზრდა, საკომისიოს სიმცირე... ეს ზედაპირული ჩამონათვალია და ჯერჯერობით საკმარისი იმისთვის რომ მისი უპირატესობები გამოჩნდეს ბიტკოინის მიმართ.
ამ შემთხვევაში სეგვიტი აშკარად იწვევს დეშკოინს და სურს მასთან შეჯიბრი, ვინაიდან დეშკოინიც იმავე ალგორითმზე მუშაობს და D3 ები დეშის ძირითადი საყრდენია.
სხვათაშორის აღსანიშნავია, რომ სეგვიტ2 მზადაა ლაითნინგ ბიტკოინის ქსელთან ადაპტირებისთვის, რაც გულისხმობს მათ შორის მყარი ურთიერთობის შესაძლებლობას.
ახალი ფორკი დაახლოებით 2017 წლის 28 დეკემბერს მოხდება, დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ლინკი)
იობიტის ბირჟაზე უკვე დაწყებულია წინასწარი ვაჭრობა სეგვიტ2 ზე და მინდა ვთქვა რომ უკვე ბევრ მნიშვნელოვან ვალუტაზე მაღალი ფასი აქვს.
ხოლო რაც შეეხება მის მაინინგს, ის იქნება x11 ალგორითმზე, ჩემი აზრით მათ სწორად შეარჩიეს ალგორითმი, ვინაიდან უკვე არსებული D3 ების სიმძლავრე ბევრად მაღალია და თავისუფლად შესაძლებელია სეგვიტ ის ქსელის გაფართოება D3 ების საშუალებით, რაც მეტ სანდოობას გულისხმობს.
რა ელის ბიტკოინს?
მისი ამჟამინდელი ვარდნა პანიკურია, მან წესით კიდევ უნდა გადალახოს საკუთარი რეკორდი, მაგრამ ის რჩება როგორც ვირტუალური ოქრო, ხოლო ოქროს საბოლოოდ მყარი ფასი შეუნარჩუნდა.
აქ უკვე თეორიული მსჯელობაა საჭირო, რასაც აქვე ვერ მოვასწრებთ, თუმცა მკითხველს ერთ კარგ გამოსადეგ რჩევას მივცემ :
გააკეთეთ თქვენი ინვესტიციების დეცენტრალიზება! ნუ მიმართავთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თანხებს ერთ კონკრეტულ საქმეში,გაანაწილეთ თქვენი ფული და იყავით ბევრად დაზღვეული საბაზრო რყევებისაგან.
Comments
Post a Comment