რა არის ჰარდ ფორკი (hard fork)? მისი ნაკლი და უპირატესობები

იქამდე,სანამ ბიტკოინის კიდევ ერთი ფორკი მოხდება, გავეცნოთ კარგად ჰარდ ფორკის მნიშვნელობას. 

რას ნიშნავს ჰარდ ფორკი?

Hard Fork წარმოადგენს ჩეინის (ჯაჭვის) გამოყოფას, მისი გაუმჯობესების მიზნით.


რატომ ხდება ეს?

მიზეზი იქნება ტრანზაქციების სისწრაფის გაუმჯობესება, მაინინგის ალგორითმის,მაინინგის ტიპის, ვალუტის დანიშნულების შეცვლა თუ სხვა. 

როგორ ხდება გაყოფა? 

განვიხილოთ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბიტკოინი

მისი ძირითადი მახასიათებლებია: 

 ოდენობა-  21 მილიონი >> 1 მილიონი დაიტოვა ნაკამოტომ, ხოლო ჯამში დღეისთვის მოპოვებულია დაახლოებით 16 მილიონ 750 ათასი ბიტკოინი. 

მჟამად მოიპოვება Asic და სხვა მეტნაკლებად ცნობილი ჩიპებით sha256 ალგორითმზე.

ბლოკის ზომა 1 მეგაბაიტი >> ტრანზაქციები იზომება კილობაიტებში, შესაბამისად ჯამური ტრანზაქციები ერთ ბლოკში ბიტკოინის ალგორითმის გამო ვერ გადააჭარბებს 1 მეგაბაიტს, ეს ნიშნავს რომ ბლოკში ვერ ჩაეტევა მეტი ტრანზაქცია, რაც იწვევს ტრანზაქციების შემდეგი ბლოკისთვის რიგში ჩადგომას. 

ბლოკების დახურვის ინტერვალი 10 წუთი >> ყოველი ახალი ბლოკი იქმნება 10 წუთში

       დიდი ხნის მანძილზე ბიტკოინის ბლოკჩეინისთვის ეს მონაცემები არ წარმოადგენდა არანაირ პრობლემას, რადგან არ ხდებოდა იმ ოდენობის ტრანზაქციების დამუშავება, რაც ბოლო დროს ხდება. 
        შესაბამისად ბიტკოინის ფასის ზრდასთან ერთად იმატებს დაინტერესებული ადამიანების ოდენობაც, ბლოკჩეინი კი ამდენ ტრანზაქციას ვეღარ იტანს და ნელდება (ბოთლის ყელის პრინციპით).

რა გამოსავალი შეიძლებოდა აქედან? რათქმაუნდა ჰარდ ფორკი! 

        ვინაიდან სატოში ნაკამოტო აღარ ჩანს და თავის ალგორითმს ოფიციალურად ვერ შეცვლის, ანუ ხალხის მასას ვერ გადაიყვანს გაუმჯობესებულ ალგორითმზე, გამოჩდნენ მოხალისე დეველოპერები, რომელთაც წარმოადგინეს გაუმჯობესებული ბიტკოინის ვარიანტი, ბიტკოინ ქეში. ვინაიდან ბიტკოინ მაინინგის პრინციპით ოდენობა იყო შეზღუდული, ანუ 21 მილიონი ერთეული, ბიტკოინ ქეშის შემქნელებმაც დატოვეს იგივე პრინციპი, პირველი მილიონი სატოშის მსგავსად დაიტოვეს მათ, ხოლო ის ბიტკოინის წილი, რაც მოპოვებული იყო მაინერების მიერ, დაურიგდა ყველას თანაბრად (1 ბიტკოინი= 1 ბიტკოინ ქეშს, 0.5=0.5 ს და ასე) 

რა გააკეთეს ბიტკოინ ქეშის შემქმნელებმა?

       მათ გააუმჯობესეს ბლოკების ინტერვალი, გაზარდეს ბლოკის მოცულობა 8 მეგაბაიტამდე(რაც ნიშნავს უამრავ ჩატეულ ტრანზაქციას) და გაცილებით დიდი მოცულობის თანხების გადარიცხვა  გახდა შესაძლებელი .

რა არის ფორკის დადებითი მხარე? 

1."დასაფორკი" ვალუტის გაზრდა

        გასული ფორკების გამოცხადებამ (იგულისხმება ბიტკოინი) დიდი გავლენა იქონია ბიტკოინის კურსზე, ამ დროს ყველა ცდილობს გადაცვალოს ალტერნატიული ვალუტები ბიტკოინზე, რათა მიიღოს საჩუქრად "მოფორკილი" ვალუტაც.
ანუ ერთი დადებითი მხარეა ბირჟის ცვალებადობა, რომელიც შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.



შენიშვნა: შესაძლოა კონკრეტულად რომელიმე ვალუტის ფორკის შემდგომ სულაც არ მოხდეს ე.წ ვალუტის 1=1 პრინციპით დარიცხვა.

2.მაინინგის სირთულის დაწევა

          ფორკის შემდგომ, თუ გამოყოფილი ვალუტა(ამ შემთხვევაში ბიტკოინ ქეში) იგივე ალგორითმზე მუშაობს, ესეიგი მაინერებიც გადანაწილდებიან ისე რომ გამარტივდეს  ვალუტის (ამ შემთხვევაში ბიტკოინის) გამომუშავება.
შესაძლოა ვალუტა იყოს სხვა ალგორითმზე, ამ შემთხვევაში კონკრეტულ ალგორითმზე მომუშავე ვალუტებს წაართმევს მაინერებს და მათ გაუმარტივებს მოპოვების სირთულეს (ამ შემთხვევაში შეგვიძლია მაგალითად განვიხილოთ ბიტკოინ გოლდის ქცევა, რომელიც მუშაობს equihash ალგორითმზე, მან დაბლა დასწია ზიქეშის სირთულე)


რა არის ფორკის უარყოფითი მხარე?

1. შესაძლოა ფორკი გამოცხადდეს ბირჟაზე მანიპულირებისთვის, ანუ დასაფორკი ვალუტის ხელოვნურად გასაზრდელად, რასაც დიდი აურზაური მოყვება და ამით რათქმაუნდა დიდ სარგებელს ნახავენ "შეთქმულები" .

2.ზოგიერთი ფორკი (მაგალითად ბიტკოინთან დაკავშირებული ზოგიერთი მათგანი) შეიცავს მარკეტინგულ ხრიკსაც, რათა ვალუტის ფასი გაიზარდოს ხელოვნურად, ახალი ( რომელიც ბაზარზე ოხრადაა)  , ვალუტის შექმნის მაგივრად დეველოპერები აიღებენ ბიტკოინის ალგორითმს და შეცვლიან უმნიშვნელო დეტალებს მასში, რათქმაუნდა ბიტკოინის მფლობელებზე გაანაწილებენ 1=1 პრინციპით,შემდეგ დაარქმევენ რაიმე მაგარ სახელს, სადაც ურევია "ბიტკოინი" და ხალხის ფსიქიკაზე ადვილად იმოქმედებენ.
შედეგად რათქმაუნდა ხალხის ძირითადი ნაწილიც ტყუვდება და ებმება ამ ფარულ მახეში.

3.ფორკის ჩაშლა

       აღნიშნული მომენტი უკვე მოხდა segwit2x ის გამოცხადების შემდეგ, როცა დეველოპერებმა თავი ვერ(ან არ) გაართვეს საკუთარ პროექტს და შედეგად ბიტკოინის ფასი მერყევი გახდა.


როგორ ვიცნოთ რომელია ღირებული ფორკი?

        პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ თუ რა სიახლეებია აღნიშნულ ფორკზე, რა იგეგმება ვალუტის გასაუმჯობესებლად და რამდენად შედეგის მომტანი იქნება ეს. ასევე უნდა შევიჭყიტოთ ფორკის გამომცხადებელთა ოფიციალურ გვერდზეც, შევათვალიეროთ მათი სტატუსი, პარტნიორები, რომელი ბირჟა დათანხმდა მათ ფორკს, ხალხის მოსაზრების გაგებაც საკმაოდ კარგია ფორუმებზე, ვინაიდან რაც არ უნდა კარგი პერსპექტივა ჰქონდეს ვალუტას, თავიდან ხალხი ძნელად ირჩევს მას, მთავარი მათი რწმენაა(იქნება კი ეს გამოყენებადი ვალუტა?).

საბოლოო ჯამში შენც, როგორც ხალხის ნაწილმა, თავად უნდა გადაწყვიტო რა იქნება შენთვის მომგებიანი და გადადგა ნაბიჯი საკუთარ თავში დარწმუნებულმა!

ბიტკოინის ფორკზე სტატია იხილეთ ამ ლინკზე














Chopcoin.io - Interactive Bitcoin Game

Comments

Popular posts from this blog

ბიტკოინი - ციფრული განძი

ქაღალდის საფულე და მისი უპირატესობები