სად და როგორ ვიყიდოთ იაფიანი ვალუტები? (Buy-Sell)

"ამ სტატიაში განვიხილოთ იაფიანი და პერსპექტიული ვალუტების შესაძენად ერთ-ერთი ოპტიმალური გზა, რისთვისაც არ დაგვჭირდება  ბარათის მიბმა და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი."



მაშ ასე, ვინაიდან ვცხოვრობთ საქართველოში და არ გვაქვს ბევრი გზა შევიძინოთ კრიპტოვალუტები კარგ ფასში და ადვილად, ისევ და ისევ მივმართოთ emoney ს . თუ უკვე გაქვთ სადმე ბირჟაზე ან სხვა საფულეზე კრიპტოვალუტა, ესეიგი თქვენ ერთი ნაბიჯით წინ ხართ და აღარ დაგჭირდებათ emoney ზე ყიდვის ინსტრუქცია. 
გადადით მეორე საფეხურზე. 

1)     ვყიდულობთ emoney ზე  ლაითკოინს. თუ თქვენი დასაბანდებელი თანხა 100 დოლარამდეა, არ აქვს მნიშვნელობა რომელს შეიძენთ, თუ უკვე აღემატება ბევრად, მაშინ აჯობებს შეიძინოთ ბიტკოინ ქეში (მაღალ თანხებზე დაბალი საკომისიოს გამო) . 
იმანის ანგარიში უნდა გქონდეთ ვერიფიცირებული იმისათვის რომ შეძლოთ გადარიცხვა. 

2) ვრეგისტრირდებით კრიპტოპია -ზე, ვავსებთ ველებს:
ველების სწორად შევსების შემდეგ თქვენს მითითებულ იმეილზე გამოიგზავნება დადასტურების წერილი, სადაც მითითებულ ლინკზე გადასვლით დაადასტურებთ თქვენს ანგარიშს. 
შემდეგ Login ფორმიდან , იმეილის და პაროლის მითითების შემდეგ შევიყვანთ ჩვენს პინ კოდს და  შევალთ ჩვენს ანგარიშში. 


წითელი ისრით მითითებულ ადგილას ვიპოვით Deposit ღილაკს (პირდაპირი ლინკი), ავკრებთ სასურველ ვალუტას, იმანის შემთხვევაში ლაითკოინს(LTC ლინკი) , 
Deposit address ში მოჩანს ჩვენი ლაითკოინის მისამართი კრიპტოპიაზე: 

 იმანიდან ლაითკოინს გადავრიცხავთ აღნიშნულ ანგარიშზე და დაველოდებით დადასტურებას, რომელმაც შესაძლოა ნახევარ საათამდე დრო წაიღოს (დეპოზიტ მისამართით შეგიძლიათ შეამოწმოთ ტრანზაქციის სტატუსი ლაითკოინის ბლოკჩეინზე ).
თანხის ასახვის შემდგომ გადავდივართ exchange გვერდზე (ლინკი) , სადაც შეგვიძლია ლაითკოინი გადავცვალოთ ბიტკოინზე, რათა უფრო მეტი სავაჭრო წყვილი გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენთვის, ან იგივე ლაითკოინით ვყიდულობთ პატარა იაფიან ვალუტებს, მაგალითად ელექტრონიუმს (ლინკი). 

ამ შემთხვევაში ვყიდულობთ ელექტრონიუმს ლაითკოინით, სადაც amount არის ელექტრონიუმის სასურველი ოდენობა, price არის ელექტრონიუმის სასურველი ფასი ლაითკოინში (შავი მარკერით აღნიშნული) , თუ მაგალითად გვსურს გავაკეთოთ ორდერი უფო იაფად საყიდლად, მივუთითებთ ნაკლებ ფასს, როცა ელექტრონიუმის ფასი დაეცემა(თუ დაეცა) ამ ნიშნულამდე, თქვენი ორდერი გააქტიურდება და თქვენ მიიღებთ სასურველ ელექტრონიუმს სასურველ ფასად.
fee აღნიშნავს საკომისიოს ლაითკოინში, ვინაიდან სურათზე ჯამში 6 ლაითკოინის ელექტრონიუმი ვიყიდეთ, საკომისიოც საკმაოდ მაღალია. მცირე თანხების შემთხვევაში საკომისიოც დაბალია.
Buy ETN ღილაკის საშუალებით ჩვენ უკვე შევძლებთ განვათავსოთ ორდერი ბირჟაზე, როცა ჩვენი მითითებული ფასი ვინმესთვის გახდება ხელსაყრელი, ჩვენი ორდერი შესრულდება და შესაბამისად დაგვერიცხება მითითებული ოდენობის ელექტრონიუმი.

როგორ გადავცვალო ლაითკოინი ბიტკოინზე როცა მინდა უფრო მეტი წვრილი ვალუტის ყიდვა შევძლო? 
შედიხართ ბიტკოინ-ლაითკოინის კურსზე(პირდაპირი ლინკი) , Sell LTC ს ფორმაში შეგყავთ თქვენთვის სასურველი ოდენობის ლაითკოინი,

ირჩევთ რაოდენობას, თქვენს სასურველ ფასს, (ახლანდელი ფასი მოცემულია მარცხენა კუთხეში მარკერით) , და Sell LTC ღილაკით დადებთ თქვენს ორდერს. 
წარმატებულ ვაჭრობას გისურვებთ! 

P.S
მცირე ვალუტებისთვის მუდმივი საფულის სტატია აუცილებლად დაიდება ბლოგზე!

Comments

Popular posts from this blog

რა არის ჰარდ ფორკი (hard fork)? მისი ნაკლი და უპირატესობები

ბიტკოინი - ციფრული განძი

ქაღალდის საფულე და მისი უპირატესობები