ქაღალდის საფულე და მისი უპირატესობები
ამ სტატიაში განვიხილოთ ქაღალდის საფულე, მისი არსი და უპირატესობები სხვა სახის საფულეებთან შედარებით.
ზოგადად კრიპტოვალუტის საფულე წარმოადგენს პირადი(private) და საჯარო (public) გასაღებების ერთობლიობას. საჯარო გასაღები გამოიყენება თქვენი საფულის მისამართად, რომელზეც შეიძლება გადმოგირიცხონ კრიპტოვალუტა.
ონლაინ ბირჟების უმრავლესობა თითოეული მომხმარებლისთვის აგენერირებს თქვენს პირად და საჯარო გასაღებს, თქვენ კი გაქვთ უფლება მხოლოდ იცოდეთ საჯარო გასაღები (საფულის მისამართი) . ანუ ეს ნიშნავს რომ თქვენს ფულს უხეშად რომ ვთქვათ ფლობს ბირჟა, ის არაა დაცულ მდგომარეობაში და დამოკიდებული ხართ ბირჟის კეთილსინდისიერებასა და მის ჰაკერებისგან დაცულობაზე.
სამწუხაროდ ბოლო დროსაც მოხდა მსგავსი სიტუაცია Nicehash ის შემთხვევაშიც, როცა როგორც ჩვენ ვიცით, ჰაკერებმა შეაღწიეს სისტემაში და საკუთარ (სავარაუდოდ ოფლაინ) საფულეზე გადაირიცხეს აღნიშნული ბიტკოინები.
მოკლედ ბევრი რომ არ ვისაუბროთ, არსებობს რამოდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთი საიმედო ვარიანტი ოფლაინ საფულეებისა, როგორიცაა ქაღალდის საფულე(paper wallet).
საფულის არსი მდგომარეობს შემდეგში, თქვენ სანდო პროგრამის დახმარებით აგენერირებთ საკუთარ პირად და საჯარო გასაღებს, ხოლო ამ მონაცემებს ამობეჭდავთ ქაღალდზე ან შეინახავთ სადმე ელექტრონულად.
დღევანდელი აქტუალურობიდან გამომდინარე განვიხილოთ IOTA(MIOTA) ს შენახვა ოფლაინ საფულეზე,
იოტას შეძენის ინსტრუქცია იხილეთ წინა სტატიაში.
როცა უკვე ბირჟაზე ნაყიდი იოტა გვაქვს, დავიწყოთ ჩვენი პირადი საფულის შექმნა.
პირველ რიგში აუცილებლად დარწმუნდით რომ იყენებთ დაცულ კომპიუტერს, რომელიც იყენებს განახლებულ ანტივირუსს და არ არის ჩამონაწერი დაკრეკილი პროგრამები და თამაშები,
ასევე აუცილებლად გამოიყენეთ საკუთარი კომპიუტერი(ან სხვა საკუთარი დივაისი).
შემდეგ შევდივართ საფულის გენერატორის საიტზე, სადაც გვხვდება შემდეგი სურათი :
ENTER SEED ველში უნდა შეიყვანოთ თქვენი საკუთარი მოფიქრებული 81 სიმბოლო, რომელშიც შეგიძლიათ ჩაწეროთ 9იანიც და დიდი ლათინური ასოებიც. მაგალითისთვის :
KMSKMGNOERNIGOIENGEONEONGOINKNVLXCMXLVXLMVLXMVXLMKMKMKMKMKMKVG9JNNJN9BHJBJBJJVJBH
ამ სიდის(SEED) შეყვანის შემდგომ შეიქმნა შემდეგი საფულე :
წარმოდგენილ სურათზე მარცხენა მხარეს არის ჩვენი პირადი გასაღები (რომელიც არ უნდა გაასაჯაროვოთ და უნდა გქონდეთ შენახული საიმედო ადგილას) და მის ქვემოთ აღნიშნული გასაღები QR კოდითაა წარმოდგენილი, მარჯვნივ კი არის ჩვენი საჯარო საფულის მისამართი, რომელზეც შეგიძლიათ ჩაირიცხოთ თქვენი ბირჟაზე შეძენილი IOTA.
ბიტკოინის ქაღალდის საფულე : ლინკი

Comments
Post a Comment