რამდენად ღირს S9 ის ახლა შეძენა და რას უნდა ველოდეთ მომავალში?

"სტატიაში იქნება Antminer S9 ის განხილვა, მისი წარსულის, 
აწმყოსა და მომავლის პერსპექტივები"

ისტორია
Bitmain - ის პროდუქტი, Antminer S9 პირველად ბაზარზე დაახლოებით 2016 წლის მაისში გამოჩნდა, მას ჰქონდა ახალი, 14 ნანომეტრიანი ჩიპები, რომლითაც წამში გაცილებით მეტი ოპერაციის შესრულება გახდა შესაძლებელი S7 თან შედარებით( 28 ნანომეტრი ) იგივე დენის მოხმარების ხარჯზე.
ანდრეას ანტონოპოლოუსმა S9 ის პრეზენტაციისას განაცხადა: 14 ნანომეტრიანი ჩიპები იქნება მშვენიერი საშუალება დეცენტრალიზებისთვის, ის ასევე მაინინგის აღჭურვილობას გაუხანგრძლივებს სიცოცხლისუნარიანობას დაახლოებით 2 წლამდე.  (წყარო

  და ასეც ხდება..  უხეშად რომ ვთქვათ, Antminer S9 -ს გაზაფხულს ოფიციალური ვადა გასდის...თუმცა ის მაინც განაგრძობს გარკვეული დროით მუშაობას, რადგან ძნელია მათი მასიური ჩანაცვლება.
რა ხდება დღეს?

ამჟამად მაინერთა შორის ყველაზე პოპულარულია Antminer S9, ვინაიდან მისი დაბალი ფასის და მაღალი შემოსავლიანობა ხელს უწყობს მის დეცენტრალიზებას და მსოფლიო მასშტაბით გავრცელებას. თუმცა, თუ მოვინდომებთ და მათ ოდენობას მსოფლიო რუკაზე დავიტანთ, დავინახავთ დიდ თავკომბალებს, განსაკუთრებით კი ჩინეთს .

რა ელოდება სამომავლოდ S9 ს?  

მხოლოდ პირადი მოსაზრებით ვიტყვი რომ მას ერთ წელიწადზე ნაკლები დარჩა იქამდე, სანამ იგი  S7 ის ახლანდელ ადგილს დაიკავებს(ანუ მაინც ექნება გამომუშავება, ოღონდ ახლანდელზე გაცილებით მცირედი, თუ ვალუტის კურსი არ გაფრინდა ძალიან მაღლა).

სულ ახლახანს, ბლოკჩეინ ბაზარზე გამოჩნდა იაპონური კომპანია(GMO), რომელიც აცხადებს რომ ერთვება ბიტკოინ მაინინგში და იწყებს ახალ, 7 ნანომეტრიან ჩიპებზე მუშაობას.  (წყარო

რას ნიშნავს 7 ნანომეტრიანი ჩიპები?
ეს არის უახლესი ტექნოლოგიით დამუშავებული ჩიპები, რომლებიც კიდევ უფრო პატარა იქნება და ექნება ორჯერ მეტი ოპერაციის დამუშავების სისწრაფე , შესაბამისად 2018 წლის გაზაფხულს უნდა ველოდეთ დაახლოებით 30 Th/s მაინერს, რომელიც ბიტკოინ-მაინინგის ინდუსტრიას გადაიყვანს ახალ,გაცილებით რთულ ეტაპზე.

ამასთან ერთად, კომპანია სამსუნგმა, რომელიც ტექნოლოგიის გიგანტია, დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი დააბანდა 7 და 10 ნანომეტრიანი ჩიპების შესაქმნელად. როგორც ჩანს ჩიპების მომავალი ახლოსაა...

რა სცენარები შეიძლება განვითარდეს მომავალ გაზაფხულს?

1. წარმოვიდგინოთ რომ იაპონურმა კომპანიამ ყველაზე ადრე შეძლო ტექნოლოგიის მიღწევა, შექმნა ახალი, სტაბილური 7 ნანომეტრიანი ჩიპები,მაშინ როცა ჯერ ვერავინ მოახერხა ეს...
    ამ შემთხვევაში იაპონურმა კომპანიამ შესაძლოა საიდუმლო არ გაამჟღავნოს,პროდუქტი არ გაასაჯაროვოს და არ შეუწყოს მის დეცენტრალიზებას ხელი.
ის დაიწყებს უძლიერესი ჩიპებით მაინინგს(იგივე დენის მოხმარებით) და საგრძნობლად დაწევს დანარჩენი მაინერების გამომუშავებას... რათქმაუნდა ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდება სხვა კომპანიების გამო, მაგრამ შესაძლოა საკმარისი დრო აღმოჩნდეს ბევრი მაინერის დასაპანიკებლად, რომ გაყიდონ საკუთარი S9 ები.

2.წარმოვიდგინოთ რომ GMO Group ი გახდა 7 ნანომეტრიანი ჩიპების ერთადერთი მწარმოებელი, ანუ ის მონოპოლია, იმისთვის რომ მან გააფართოვოს საკუთარი მაინინგ სისტემა, აუცილებლად დაჭირდება ფული, წარმოვიდგინეთ რომ ის არ ყიდის ამ 7 ნანომეტრიან ჩიპებს, მაშინ რისი გაყიდვა მოუწევს? ბიტკოინის...(ან სხვა ვალუტის)...
ანუ შესაძლოა ამ სცენარმა ბირჟაზე დიდი გავლენა იქონიოს.

3.წარმვიდგინოთ რომ სამსუნგმა შეძლო პირველმა, შეექმნა სტაბილური ჩიპი, რას იზამს ის? ალბათ ჩაერთვება ბიტკოინ მაინინგის სფეროში, დიდი ალბათობით დაიწყებს მაინერების გაყიდვას, შესაბამისად მანაც უნდა შექმნას მომხმარებლებისთვის კრიპტო-პლატფორმა, აღიაროს ბიტკოინი და მისით ვაჭრობა...
ეს კი ნიშნავს ბაზარზე ბიტკოინის სასწაულ მატებას.

4. ეს სცენარი უფრო მეტად მოსალოდნელი იქნება, იაპონური კომპანია დაიწყებს ახალი ეისიკ მაინერების დისტრიბუციას მსოფლიო მასშტაბით, მალევე სამსუნგიც ჩაერთვება საქმიანობაში, ეს ყველაფერი კი გამოიწვევს უფრო სერიოზულ დაინტერესებას ხალხში, დაიწყება კრიპტოვალუტების აღზევების ხანა, გაიზრდება ჩვენი საყვარელი ალტკოინების ფასებიც და ვიცხოვრებთ ყველანი ლაღად და ბედნიერად.



        კიდევ მრავალი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, თუნდაც უცნობი კომპანიის აღზევება მაინინგში, როგორც თავის დროზე Bitmain მა შეძლო , შესაძლოა ვიხილოთ კვანტური კომპიუტერების ეპოქაც ძალიან მალე, სადაც ყველა ეს ძველი მაინერი უსარგებლო იქნება...
         მოკლედ, ვიტყვი რომ ვცხოვრობთ საინტერესო ეპოქაში, საინტერესო ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თორემ ალბათ ჩვენი ბებიები და ბაბუები სიცოცხლის ბოლომდე გაიმეორებენ ჩვენ დროს იყო ცხოვრებაო... ვინ იცის, ჩვენ ის არ გვინახავს რაც მათ ნახეს და მათი ახსნილი ჩვენთვის უინტერესოა, ანალოგიურად, მათ არ შეუძლიათ ახლანდელი ეპოქა აღიქვან და ჩვენი მონათხრობიც უინტერესოა მათთვის. ეს საუბარი სხვაგან წაგვიყვანს 😃.
მოკლედ შემდეგ სტატიამდე მეგობრებო!









Chopcoin.io - Interactive Bitcoin Game

Comments

Popular posts from this blog

რა არის ჰარდ ფორკი (hard fork)? მისი ნაკლი და უპირატესობები

ბიტკოინი - ციფრული განძი

ქაღალდის საფულე და მისი უპირატესობები