ფორკი ახლოვდება! სად შევინახოთ ბიტკოინი?
ახლა როცა ბიტკოინის ბლოკჩეინი უახლოვდება 498 888 -ე ბლოკს, დროა ვიფიქროთ ბიტკოინის ფორკზე, სწორედ მითითებულ ბლოკზე გამოიჩეკება სუპერ ბიტკოინი (SBTC).
პირველ რიგში ყველგან ითხოვენ სანდო საიტს, სადაც დაერიცხებათ ბიტკოინის გამოჩეკილი ვალუტა, ძირითადი ნაწილი ვერ პოულობს, აქედან ზოგი მიაკითხავს რაიმე ორი დღის შექმნილ საიტს და ეშინია ბიტკოინის ამ საიტზე შენახვის რაღაც (სავარაუდოდ იაფიანი) ვალუტის გულისთვის.
მე მინდა გირჩიოთ ძველი, ერთგული და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს უფასო ბიტკოინის საიტი, სადაც უბრალოდ მხარს უჭერენ ნებისმიერ ფუნქციონალურად გამართულ ჰარდ ფორკს, მაგალითისთვის ბიტკოინის გაყოფის შედეგად მიღებული ქეში, ასევე ბიტკოინ გოლდი უკვე წარმატებით გასცეს და სავარაუდოდ ბიტკოინ დაიმონდსაც გვარგუნებენ მათ ვინც ამ საიტზე ინახავს საკუთარ მცირე თუ საშუალო ოდენობის ბიტკოინს ჰარდ ფორკის იმედად.
რეგისტრირდებით საიტზე და Deposit ის მეშვეობით შემოგვაქვს ბიტკოინის საფულეზე თქვენი თანხა, ელოდებით ფორკს, როცა ჩვენ შემთხვევაში გაივლის 498 888 -ე ბლოკი, შეგვიძლია რამოდენიმე ბლოკის შემდეგ კვლავ გავიტანოთ თქვენითვის სასურველ ანგარიშზე, საკომისიო ამჟამინდელად 13 000 სატოშამდეა, რაც არც ისე დიდი თანხაა და დაახლოებით 3-4 საათში (შესაძლოა ნაკლებშიც ან ცოტა მეტშიც) თქვენს თანხას უპრობლემოდ გაიტანთ ანგარიშიდან.
შემდეგ კი, რაც დაგვრჩენია არის დალოდება იმისა, თუ რამდენ ხანში ჩაირიცხება ჩვენს საიტზე "დაფორკილი" ვალუტა(სავარაუდოდ 1 თვემდე წაიღებს) .
ასევე ვინც პირველად ნახეთ აღნიშნული საიტი, წაიკითხეთ შემდეგი პოსტი.
p.s. გეტყვით რომ ეს საიტი არაა ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ რეკომენდირებულია როგორც სანდო საიტი :)
p.s. გეტყვით რომ ეს საიტი არაა ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ რეკომენდირებულია როგორც სანდო საიტი :)

Comments
Post a Comment