იყიდეთ ელექტრონიუმი (მოლოდინები+ინსტრუქცია)
ელექტრონიუმი წარმოადგენს თანამედროვე, მობილურ კრიპტოვალუტას, იგი ბევრად ანონიმური და სწრაფია, ვიდრე ბიტკოინი. ელექტრონიუმის საფულის მისამართით თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ ბალანსზე არსებული თანხა, ასევე ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეინახოთ ქაღალდის საფულეზე და შემოდოთ კარადის თავზე, ან სადაც გენებოთ...
მაშ ასე, რას ვაკეთებთ ელექტრონიუმის შესაძენად? პირველ რიგში მივყვებით ამ ინსტრუქციას.
შემდეგ კი დროა ჩვენი შეძენილი ელექტრონიუმი გავამზადოთ დიდი ხნით შესანახად, რაც მთავარია შორს რომელიმე შუამავალისგან.
მაშ ასე, შევდივართ ოფიციალურ საფულის შესაქმნელ გვერდზე,
გვერდი აბსოლიტურად უსაფრთხოა ჩვენი პირადი საფულის შესაქმნელად.
მივყვებით ინსტრუქციებს, let's get started ღილაკით, გავამოძრავებთ ჩვენს მაუსს იმისთვის რომ საფულის მისამართი დაგენერირდეს ალბათობის პრინციპით, ხოლო შემდეგ მზად იქნება ჩვენი ოფლაინ საფულე, რომელსაც PDF ფორმატში გადმოვწერთ.
გაფრთხილება: არ შეინახოთ PDF ფაილი სხვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას, შეგიძლიათ ამობეჭდოთ იგი ქაღალდზე და შეინახოთ საიმედოდ.
მაგრამ თუ მაინცდამაინც არ ვენდობით, შეგვიძლია ჩამოვწეროთ ოფლაინ გენერატორი .
მას შემდეგ რაც შექმნით თქვენს პირად საფულეს,თამამად შეგიძლიათ გადარიცხოთ კრიპტოპიადან თქვენს Public Address ზე ელექტრონიუმი.
თქვენი ოფლაინ საფულის გატეხვის შანსი თითქმის თქვენი წონის შეფარდებაა მთლიანი დედამიწის წონასთან.
ელექტრონიუმი ამჟამად თითქმის 9 ცენტი ღირს, ხოლო მისი ოდენობა თითქმის 5 მილიარდია, ამჟამინდელი კაპიტალიზაცია კი 400 მილიონ დოლარზე მეტი.
ანუ თუ 2018 წლისთვის ელექტრონიუმში 1 მილიარდი დოლარს დააბანდებენ, ეს ნიშნავს რომ ერთი ცალის ფასი მიახლოებით 20 ცენტი იქნება.
ცნობისთვის, მონეროში, რომლის კაპიტალიზაციაც 2017 წლის აგვისტოში მილიარდს არ აჭარბებდა, მან ამჟამად 5 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა.
P.S
ამ დროისთვის ელექტრონიუმი ხელმისაწვდომია მხოლოდ კრიპტოპიაზე, ხოლო სამომავლოდ იგი დაემატება ჰიტბიტისიზე, სადაც რეგისტრაცია ბევრად მარტივია. თუმცა ვინ იცის, რა ეღირება ელექტრონიუმი, როცა კიდევ ახალ ბირჟაზე შევა :).
Comments
Post a Comment