Posts

ბიტკოინი - ციფრული განძი

Image
       ალბათ ყველას გვიოცნებია ბავშვობაში გვეპოვნა რუკა, რომლითაც გზას გავიკვლევდით დამარხულ განძამდე, სადაც უზარმაზარი სიმდიდრე იქნებოდა და ვიზეიმებდით გამარჯვებას...        მსგავსი თემატიკის ფილმები და წიგნები დღეისთვის უამრავია , არსებობენ ასეთი ისტორიების რეალური გმირები, თუმცა დღევანდელ სამყაროში არც ისე დიდი ოდენობით.      რას იფიქრებთ, თუ გეტყვით რომ ზღაპრები შეიძლება თქვენ წინ რეალობად იქცეს?   ************     ამბის თხრობას იქედან გავაგრძელებ,როცა ადრე მივაგენი სტატიას ბლოკჩეინში დაკარგული ბიტკოინების შესახებ.     ერთ-ერთი ასეთი საფულე( ლინკი ) თითქმის 80 000 ბიტკოინს ინახავს, რაც დღეის მდგომარეობით მილიარდამდე დოლარის ღირებულებისაა... იგი  დაკარგულია, უბრალოდ ინახება  ბლოკჩეინზე და ელოდება ახალ პატრონს.       ბევრი ფიქრობს რომ ბიტკოინს ვერავინ "გატეხავს",  რომ ამ ფულს ვერავინ დაიბრუნებს, ის გაქრა და უნდა დავივიწყოთ, მაგრამ არანაირად! მიუხ...

იყიდეთ ელექტრონიუმი (მოლოდინები+ინსტრუქცია)

Image
ელექტრონიუმი წარმოადგენს თანამედროვე, მობილურ კრიპტოვალუტას, იგი ბევრად ანონიმური და სწრაფია, ვიდრე ბიტკოინი. ელექტრონიუმის საფულის მისამართით თქვენ არ შეგიძლიათ დაინახოთ ბალანსზე არსებული თანხა, ასევე ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეინახოთ ქაღალდის საფულე ზე და შემოდოთ კარადის თავზე, ან სადაც გენებოთ... მაშ ასე, რას ვაკეთებთ ელექტრონიუმის შესაძენად? პირველ რიგში მივყვებით ამ ინსტრუქციას .       შემდეგ კი დროა ჩვენი შეძენილი ელექტრონიუმი გავამზადოთ დიდი ხნით შესანახად, რაც მთავარია შორს რომელიმე შუამავალისგან.            მაშ ასე, შევდივართ ოფიციალურ საფულის შესაქმნელ გვერდზე ,  გვერდი აბსოლიტურად უსაფრთხოა ჩვენი პირადი საფულის შესაქმნელად. მივყვებით ინსტრუქციებს, let's get started ღილაკით, გავამოძრავებთ ჩვენს მაუსს იმისთვის რომ საფულის მისამართი დაგენერირდეს ალბათობის პრინციპით, ხოლო შემდეგ მზად იქნება ჩვენი ოფლაინ საფულე, რომელსაც PDF ფორმატში გადმოვწერთ. გაფრთხილება: არ შეინახოთ PDF ფაილი სხვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას, შეგიძლ...

გარდამტეხი ფორკი! Segwit2X ის დაბრუნება!

Image
"განვიხილოთ Segwit2X ის პროექტი, მისი პოტენციალი და საინვესტიციო გეგმები" მაშინ, როცა ბიტკოინის ფასი მცირდება და ამავდროულად ბიტკოინ ქეში საკუთარ უპირატესობებს ავლენს, ბიტკოინს კვლავ გამოუჩნდა ახალი მემკვიდრე, Segwit2X (S2X) .  რა განაპირობებს ბიტკოინის ფასის ასეთ ვარდნას? კითხვაზე პასუხი არც ისე მარტივია, თუმცა შეგვიძლია მოვიშველიოთ რამოდენიმე რეალური ფაქტი: 1)შენელებული ტრანზაქციები 2)გაძვირებული საკომისიოები 3)"უპატრონო" ვალუტა ამას გარდა, ბაზარზე ყოველთვის მოქმედებს ხალხის ფსიქიკა, ამ დღეებში დაწყებულ ვარდნას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ პანიკა.    ბევრს არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ბიტკოინის ტრანზაქციები შენელდა, ეს უკვე ყველამ იცის...სწორედ აქედან გამომდინარე, ბიტკოინის ქსელში მოძრაობა არც ისე მოსახერხებელია, ის ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება გადახდის სისტემისთვის, ბოლო დროს ბიტკოინ-მაინინგის გიგანტმა, Bitmain -მაც კი გააუქმა საკუთარი მაინერების ბიტკოინით შეძენის შესაძლებლობა.      ტრანზაქციების ოდენობის მატებასთან ერთად ...

სად და როგორ ვიყიდოთ იაფიანი ვალუტები? (Buy-Sell)

Image
"ამ სტატიაში განვიხილოთ იაფიანი და პერსპექტიული ვალუტების შესაძენად ერთ-ერთი ოპტიმალური გზა, რისთვისაც არ დაგვჭირდება  ბარათის მიბმა და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი." მაშ ასე, ვინაიდან ვცხოვრობთ საქართველოში და არ გვაქვს ბევრი გზა შევიძინოთ კრიპტოვალუტები კარგ ფასში და ადვილად, ისევ და ისევ მივმართოთ emoney ს . თუ უკვე გაქვთ სადმე ბირჟაზე ან სხვა საფულეზე კრიპტოვალუტა, ესეიგი თქვენ ერთი ნაბიჯით წინ ხართ და აღარ დაგჭირდებათ emoney ზე ყიდვის ინსტრუქცია.  გადადით მეორე საფეხურზე.  1)     ვყიდულობთ emoney ზე  ლაითკოინს. თუ თქვენი დასაბანდებელი თანხა 100 დოლარამდეა, არ აქვს მნიშვნელობა რომელს შეიძენთ, თუ უკვე აღემატება ბევრად, მაშინ აჯობებს შეიძინოთ ბიტკოინ ქეში (მაღალ თანხებზე დაბალი საკომისიოს გამო) .  იმანის ანგარიში უნდა გქონდეთ ვერიფიცირებული იმისათვის რომ შეძლოთ გადარიცხვა.  2) ვრეგისტრირდებით კრიპტოპია -ზე, ვავსებთ ველებს: ველების სწორად შევსების შემდეგ თქვენს მითითებულ იმეილზე გამოიგზავნება დადასტურების წერილი, სადაც მით...

რამდენად ღირს S9 ის ახლა შეძენა და რას უნდა ველოდეთ მომავალში?

Image
"სტატიაში იქნება Antminer S9 ის განხილვა, მისი წარსულის,  აწმყოსა და მომავლის პერსპექტივები" ისტორია Bitmain - ის პროდუქტი, Antminer S9 პირველად ბაზარზე დაახლოებით 2016 წლის მაისში გამოჩნდა, მას ჰქონდა ახალი, 14 ნანომეტრიანი ჩიპები, რომლითაც წამში გაცილებით მეტი ოპერაციის შესრულება გახდა შესაძლებელი S7 თან შედარებით( 28 ნანომეტრი ) იგივე დენის მოხმარების ხარჯზე. ანდრეას ანტ ონოპოლოუსმა S9 ის პრეზენტაციისას განაცხადა: 14 ნანომეტრიანი ჩიპები იქნება მშვენიერი საშუალება დეცენტრალიზებისთვის, ის ასევე მაინინგის აღჭურვილობას გაუხანგრძლივებს სიცოცხლისუნარიანობას დაახლოებით 2 წლამდე.   ( წყარო )    და ასეც ხდება..  უხეშად რომ ვთქვათ, Antminer S9 -ს გაზაფხულს ოფიციალური ვადა გასდის...თუმცა ის მაინც განაგრძობს გარკვეული დროით მუშაობას, რადგან ძნელია მათი მასიური ჩანაცვლება. რა ხდება დღეს? ამჟამად მაინერთა შორის ყველაზე პოპულარულია Antminer S9, ვინაიდან მისი დაბალი ფასის და მაღალი შემოსავლიანობა ხელს უწყობს მის დეცენტრალიზებას და მსოფლიო მასშტაბით გავრც...

რა არის ჰარდ ფორკი (hard fork)? მისი ნაკლი და უპირატესობები

Image
იქამდე,სანამ ბიტკოინის კიდევ ერთი ფორკი მოხდება, გავეცნოთ კარგად ჰარდ ფორკის მნიშვნელობას.  რას ნიშნავს ჰარდ ფორკი? Hard Fork წარმოადგენს ჩეინის (ჯაჭვის) გამოყოფას, მისი გაუმჯობესების მიზნით. რატომ ხდება ეს? მიზეზი იქნება ტრანზაქციების სისწრაფის გაუმჯობესება, მაინინგის ალგორითმის,მაინინგის ტიპის, ვალუტის დანიშნულების შეცვლა თუ სხვა.  როგორ ხდება გაყოფა?   განვიხილოთ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბიტკოინი .  მისი ძირითადი მახასიათებლებია:    ოდენობა-  21 მილიონი >> 1 მილიონი დაიტოვა ნაკამოტომ, ხოლო ჯამში დღეისთვის მოპოვებულია დაახლოებით 16 მილიონ 750 ათასი ბიტკოინი.  ა მჟამად მოიპოვება Asic და სხვა მეტნაკლებად ცნობილი ჩიპებით sha256 ალგორითმზე. ბლოკის ზომა 1 მეგაბაიტი >> ტრანზაქციები იზომება კილობაიტებში, შესაბამისად ჯამური ტრანზაქციები ერთ ბლოკში ბიტკოინის ალგორითმის გამო ვერ გადააჭარბებს 1 მეგაბაიტს, ეს ნიშნავს რომ ბლოკში ვერ ჩაეტევა მეტი ტრანზაქცია, რაც იწვევს ტრანზაქციების შემდეგი ბლ...

შემდეგი და მნიშვნელოვანი ფორკი! Bitcoin Lightning (ბიტკოინ ლაითნინგი)

Image
"სტატია დაწერილია აბსოლიტურად პირადი მოსაზრებების საფუძველზე და არ წარმოადგენს რაიმე სახის რთულ ტექნიკურ ანალიზს"  და დადგა ბიტკოინის ერთ-ერთი მომდევნო (და შეიძლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი) ფორკი, რომელიც საზეიმო, 499 999-ე  ბლოკზე დაიბადება   რას უნდა ველოდეთ ლაითნინგ ბიტკოინისგან?                 ჩემი მოსაზრებით, ეს ვალუტა იქნება იმაზე მეტად სწრაფი და წარმატებული, ვიდრე ბიტკოინ გოლდი, ან ბიტკოინ ქეში ყოფილა.  რატომ? იმიტომ რომ ლაითნინგ ბიტკოინის (LBTC) დეველოპერები გვპირდებიან : 1. ოდენობა : 21 მილიონი       (თავისთავად ბიტკოინის მფლობელებზე გადანაწილდება :შესაბამისი ოდენობა                  დაახლოებით 16 მილიონ 750 ათასი )  2. ახალი მაინინგის და განაწილების სისტემა ქსელში, რაც მეტად დაცულს და მოქნილს           ხდის მას ვიდრე დანარჩენი ფორკებისას იყო.  3. ბლოკების დახურვის ინტერვალი 3 წამი!...