ბიტკოინი - ციფრული განძი
ალბათ ყველას გვიოცნებია ბავშვობაში გვეპოვნა რუკა, რომლითაც გზას გავიკვლევდით დამარხულ განძამდე, სადაც უზარმაზარი სიმდიდრე იქნებოდა და ვიზეიმებდით გამარჯვებას...
მსგავსი თემატიკის ფილმები და წიგნები დღეისთვის უამრავია , არსებობენ ასეთი ისტორიების რეალური გმირები, თუმცა დღევანდელ სამყაროში არც ისე დიდი ოდენობით.
ამბის თხრობას იქედან გავაგრძელებ,როცა ადრე მივაგენი სტატიას ბლოკჩეინში დაკარგული ბიტკოინების შესახებ.
ერთ-ერთი ასეთი საფულე(ლინკი) თითქმის 80 000 ბიტკოინს ინახავს, რაც დღეის მდგომარეობით მილიარდამდე დოლარის ღირებულებისაა...
იგი დაკარგულია, უბრალოდ ინახება ბლოკჩეინზე და ელოდება ახალ პატრონს.
ბევრი ფიქრობს რომ ბიტკოინს ვერავინ "გატეხავს", რომ ამ ფულს ვერავინ დაიბრუნებს, ის გაქრა და უნდა დავივიწყოთ, მაგრამ არანაირად!
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ბლოკჩეინი, ანუ ბლოკთა ჯაჭვი უწყვეტი და გაუტეხელია, საქმე თვითონ ბიტკოინშია...
ბიტკოინის ალგორითმი, SHA256 უკვე კარგა ხანია მოძველებულად ითვლება, მისი გაშიფვრა საკმარისი კომპიუტერული სიმძლავრით შესაძლებელია.
გახსოვდეთ, არასდროს არაფერი არაა სრულიად დაცული ციფრულ სამყაროში.
მაშინ, როგორ შეგვიძლია გავტეხოთ ბიტკოინის ასეთი დაკარგული საფულე და მივიღოთ კუთვნილი განძი?
საქმე არც ისე მარტივადაა, ჩვენი სახლის კომპიუტერს, ასეთი გამოთვლებისთვის სავარაუდოდ საუკუნეებიც კი არ ეყოფა. სამაგიეროდ ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ მაინერების ეპოქას, კომპიუტერების, რომელთა გამოთვლის სიმძლავრე საკმაოდ დიდია და მათი გაერთიანების შემთხვევაში განძის აღმოჩენის თეორიული შანსიც იზრდება.
მაშინ რატომ არ ცდილობენ ამ საფულის გატეხვას??
პასუხი მარტივია, რა გირჩევნიათ? დღევანდელი ღირებული გამომუშავებული თანხა თუ განძის მოპოვების იმედად თვეები (ან წლები) ამუშაოთ მაინერები?
ვინ იცის, იქნებ უკვე დაწყებულიცაა მარათონი განძის მოსაპოვებლად, ეს ყველაფერი კი დროის საკითხია.

რას იფიქრებთ, თუ გეტყვით რომ ზღაპრები შეიძლება თქვენ წინ რეალობად იქცეს?
************

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოწვევა, კვანტური სუპერკომპიუტერი...
მისი საშუალებით გაცილებით მარტივია მიისაკუთროთ ბიტკოინი, მიტოვებული თუ მიუტოვებელი, წაართვათ მეპატრონეს და შეინახოთ თქვენთვის.
მაშინ როგორ შეიძლება ავიცილოთ ეს საფრთხე?
სატოში ნაკამოტო თავიდანვე ჭკვიანურად მიუდგა საკითხს, შეამჩნევდით რომ ვერსად იპოვით საფულეს ბლოკჩეინზე, სადაც მისი ერთი მილიონი ბიტკოინი ინახება.
მისი ქონება გადანაწილებულია ათასობით საფულეზე და შეუმჩნეველად იმალება მცირებიუჯეტიან ანგარიშებს შორის.
თქვენი საფულე მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება სამიზნე, როცა მასზე ღირებული ოდენობის ბიტკოინი იქნება შენახული და მომგებიანი იქნება მისი მოპარვისთვის ბრძოლა.
მორალი:
1) თქვენ გაქვთ სამართლიანი შანსი იმისა, რომ მიისაკუთროთ ციფრული საგანძური.
2) ნუ შეინახავთ თქვენს კუთვნილ ბიტკოინს ერთ ანგარიშზე, თუ ის თქვენთვის მნიშვნელოვანი ოდენობისაა.
P.S გახსოვდეთ, დაკარგული ბიტკოინის მოპოვების შემთხვევაში თქვენ საჩუქრად მიიღებთ ბიტკოინის ფორკებს, რომლებიც ასევე საკმაოდ დიდი ღირებულებისაა :)
Comments
Post a Comment