შემდეგი და მნიშვნელოვანი ფორკი! Bitcoin Lightning (ბიტკოინ ლაითნინგი)

"სტატია დაწერილია აბსოლიტურად პირადი მოსაზრებების საფუძველზე
და არ წარმოადგენს რაიმე სახის რთულ ტექნიკურ ანალიზს" 

და დადგა ბიტკოინის ერთ-ერთი მომდევნო(და შეიძლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი) ფორკი, რომელიც საზეიმო, 499 999-ე  ბლოკზე დაიბადება 


რას უნდა ველოდეთ ლაითნინგ ბიტკოინისგან? 
      
        ჩემი მოსაზრებით, ეს ვალუტა იქნება იმაზე მეტად სწრაფი და წარმატებული, ვიდრე ბიტკოინ გოლდი, ან ბიტკოინ ქეში ყოფილა. 

რატომ?
იმიტომ რომ ლაითნინგ ბიტკოინის (LBTC) დეველოპერები გვპირდებიან :

1. ოდენობა : 21 მილიონი 
     (თავისთავად ბიტკოინის მფლობელებზე გადანაწილდება :შესაბამისი ოდენობა                  დაახლოებით 16 მილიონ 750 ათასი ) 
2. ახალი მაინინგის და განაწილების სისტემა ქსელში, რაც მეტად დაცულს და მოქნილს           ხდის მას ვიდრე დანარჩენი ფორკებისას იყო. 
3. ბლოკების დახურვის ინტერვალი 3 წამი! 
     როცა ეს ბიტკოინზე 10 წუთია, ბიტკოინ ქეშის 10 წამიდან 2 საათამდე, ბიტკოინ                  გოლდზე 10 წუთი, ბიტკოინ დაიმონდზეც 10 წუთი. 
4. ბლოკის ზომა 2 მეგაბაიტი!  არის დინამიურად ცვლადი, ანუ თუ ამას ქსელი მოითხოვს, მისი ზომა გაიზრდება(ეს ფუნქცია აქამდე არცერთ განაყოფს არ ჰქონია) . 

ასევე 2018 წელს ჩაემატება სმარტ კონტრაქტები, რაც გულისხმობს ფაქტიურად ბიტკოინის და ეთერიუმის(რომელმაც პირველმა გახადა ხელშესახები სმარტ კონტრაქტები)  ჰიბრიდს, რომელიც ჩემი აზრით დიდ წარმატებას მოიპოვებს
 ბაზარზე. 

რა განაპირობებს ვალუტის ფასს? 

თავიდან ეს იქნება ბირჟაზე სპეკულაციებით გაზრდილი ფასები, თუმცა მცირე შეყოვნებების მიუხედავად ვალუტამ აუცილებლად უნდა იპოვოს თავისი გზა რეალურად მომხმარებელთან ურთიერთობისთვის, რაც გულისხმობს მის გამოყენებადობას სხვადასხვა დანშნულებით. 

მომხმარებლისთვის  გააზრებული ინვესტიცია აუცილებლად იმოქმედებს ბაზარზე, მაშინ როცა ბიტკოინის უარყოფითი მხარეები გამოიჩენს მეტად თავს, ვალუტას ექნება დიდი ზრდა(მაქინაციებით)  2018 წლამდეც. 

როგორ მოვიპოვოთ ლაითნინგ ბიტკოინი? 

მისი მოპოვება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ როცა ბლოკჩეინზე ოფიციალურად განხორციელდება მისი გაშვება, რაც შეეხება მის მაინინგს, ლაითნინგ ბიტკოინის მოპოვება შესაძლებელი გახდება CPU(პროცესორი) ს ხარჯზე. ანუ კომპიუტერის გარდა შესაძლებელი იქნება სხვა დივაისითაც(თუნდაც ტელეფონით) შევძლოთ მაინინგი მეტ ნაკლები შემოსავლიანობით. 

p.s აუცილებლად დაიდება სტატია ბიტკოინ ლაითნინგის მაინინგზე. 

სად შეიძლება შევიძინო ლაითნინგ ბიტკოინი ფორკის შემდგომ?


ფორკის შემდგომ ლაითნინგ ბიტკოინი სავარაუდოდ ხელმისაწვდომი იქნება :
1იობიტი  (უკვე ხელმისაწვდომია) პირდაპირი ლინკი




Chopcoin.io - Interactive Bitcoin Game

Comments

Popular posts from this blog

რა არის ჰარდ ფორკი (hard fork)? მისი ნაკლი და უპირატესობები

ბიტკოინი - ციფრული განძი

ქაღალდის საფულე და მისი უპირატესობები